პროექტის მთავარი იდეა – ბუნებაზე დაკვირვებით
გეომეტრიული ფორმებით სხვადასხვა აპლიკაციის შექმნა.
პროექტის აქტუალობა – განუვითარო მოსწავლეებს წარმოსახვის უნარი.
პროექტის მიზნები – გავაცნოთ მოსწავლეებს გეომეტრიული ფორმები. მათი გამოყენებით
ბამოსახულების შექმნის საკუთარი და ამხანაგების
ნამუშევრებზე მსჯელობის უნარის განვითარება.
მოსწავლეთა ასაკი – 5–6 წელი.
ვადები, ხანგრძლიობა – 3 დღე.
მოსალოდნელი შედეგები – მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა
მასალას, ტექნიკას და შექმნას ნამუშევარი. ნამუშევრის საშუალებით ასახავს მიღებულ შთაბჭდილებებს,
მუშაობს როგორც ინდივიდუალურად ისევე ჯგუფურად, მხარს უჭერს და ეხმარება თანაკლასელებს
ნამუშევრის შესრულების დროს.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსი – სახელმძღვანელო, სამუშაო
რვეული, წებო, მუყაოსა და ფერადი ქაღალდები.
პროექტის მსვლელობა
პირველი დღე – გავაცნოთ მოსწავლეებს გეომეტრიული ფიგურები.
დავაკვირვოთ, გარესამყაროსთან
კავშირში რომელი ფიგურა რას მოგვაგონებს. მივიყვანოთ მოსწავლეები იმ დასკვნამდე, რომ
გეომეტრიული ფიგურებით შესაძლებელია ნაგებობების
აშენებაც კი.
მეორე დღე–დავყოთ მოსწავლეები ორ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი გადავანაწილოთ მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას–პირველმა ჯგუფმა ფერადი ქაღალდებისაგან გამოჭრას სანმკუთხედები და ოთკუთხედები, სხვადასხვა ზომისა და ფერის.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
ხელოვნება _ პირველი კლასი – მოსწავლე ცნობს გეომეტრიულ
ფორმებს. ცდილობს ყოველი ფიბურა დააკავშიროს გარესამყაროსთან. ქმნის სხვადასხვა აპლიკაციებს.
პროექტის ხელმძღვანელი – თეონა თენიეშვილი.
ელექტრონული ფოსტის მისამართი – tehieshvilit@gmail.com
No comments:
Post a Comment